მეტყველება
აზროვნების აკადემიის ბაღში დიდი ყურადღება ეთმობა მეტყველების გაკვეთილებს, რადგან ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ მეტყველების კომპონენტს უჭირავს. თითოეულ ბავშვს განვითარების ინდივიდუალური ტემპი აქვს. მზრუნველი, უსაფრთხო და მოსიყვარულე გარემოს გარდა, მნიშვნელოვანია ვერბალური კომუნიკაცია. მეტყველება და აზროვნება მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. თავად მეტყველება გულისხმობს სიტყვების წარმოთქმას, ხმის ტემბრს, მეტყველების რიტმს და არტიკულაციას. მეტყველება ის უნარია, რომლის საშუალებით […]
სპორტი
სწორი ფიზიკური აღზრდა ჯანმრთელობის საწინდარია. აზროვნების აკადემიის ბაღის სასწავლო პროცესში, ფიზიკურ აქტივობებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სპორტული თამაშები ბავშვში აყალიბებს- გუნდურობას, პასუხისმგებლობას და სოციალურ უნარებს. ხელს უწყობს ნატიფი და მსხვილი მოტორიკის, კონცენტრაციის, გონებრივი ძალისხმევის გამოხატვის, ინიციატივის, პრობლემის გადაჭრის და მოლაპარაკების უნარების განვითარებას. ბავშვები სწავლობენ თამაშის წესების დაცვას, გუნდის მთლიანობის აღქმას, დალოდებას, მარცხის მიღებას და […]
ხელოვნება
აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღის სწავლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელოვნების გაკვეთილებს, რადგან პროცესში გამოყენებული სხვადასხვა აქტივობები და რესურსები შემოქმედებითი პროცესის მასტიმულირებელი გზაა. ხელოვნების საგაკვეთილო პროცესი მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას. პრაქტიკული ნაწილი უზრუნველყოფს ბავშვის შემოქმედებითი უნარების მრავალმხრივ განვითარებას: ნატიფი მოტორიკის განვითარებას, ფერების სწორ აღქმას, ფანტაზიის უნარის და ხედვის განვითარებას, საერთო მხიარულ, ესთეტიკურ გამოცდილებას, გონებრივი […]
ინგლისური
აზროვნების აკადემიის ბაღში ინგლისური ენის გაკვეთილები მიმდინარეობს ასაკობრივი კომპეტენციების გათვალისწინებისა და ბავშვების ინტერესებზე მორგებული თამაშებით. თამაშზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს ბავშვებს ახალი ენა სტრესის გარეშე, სხვადასხვა გუნდური და ინდივიდუალური აქტივობების მეშვეობით გაიცნონ. ინგლისურის გაკვეთილები იწყება სიმღერით, რაც ეხმარებათ ბავშვებს დადებითი განწყობის შექმნაში და ინგლისური წინადადებების სტრუქტურის მარტივად დამახსოვრებაში. ადრეულ ასაკში მეორე ენის […]
მუსიკა
,,აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღში“ სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მუსიკის გაკვეთილებს. მუსიკა შემოქმედებითი და შემეცნებითი პროცესის მასტიმულირებელი გზაა. შეხვედრები მოიცავს განსხვავებულ აქტივობებს: სიმღერა, მუსიკალური მოძრაობები (ცეკვა), მუსიკის მოსმენა, საბავშვო ინსტრუმენტებზე დაკვრა, მუსიკალურ საგანმანათლებლო აქტივობები, მუსიკალური დადგმები. თითოეული მათგანი უზრუნველყოფს ბავშვის შემოქმედებითი უნარების მრავალმხრივ განვითარებას: საერთო მხიარულ, ესთეტიკურ გამოცდილებას ერთობლივი მოქმედებებით, ქცევის მართვას, კონცენტრაციის […]
ტანვარჯიში
,,აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღში“ სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტანვარჯიშის გაკვეთილებს. ტანვარჯიში ხელს უწყობს ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას, როგორიცაა ყურადღება, მეხსიერება და ფიზიკური ძალა. ტანვარჯიშის ელემენტები ხელს უწყობს საყრდენ-მამოძრავებელი და მანიპულაციური უნარების განვითარებას, სივრცეში ორიენტაციას, კოორდინაციას, წონასწორობას, წყვილებში და ჯგუფებში მუშაობას. გაკვეთილები მოიცავს ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც ეხმარება მთელ ორგანიზმს გააქტიურებაში, სისხლის მიმოქცევასა და ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესებაში. […]