ინგლისური

აზროვნების აკადემიის ბაღში ინგლისური ენის გაკვეთილები მიმდინარეობს ასაკობრივი კომპეტენციების გათვალისწინებისა და ბავშვების ინტერესებზე მორგებული თამაშებით. 

 

თამაშზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს ბავშვებს ახალი ენა სტრესის გარეშე, სხვადასხვა გუნდური და ინდივიდუალური აქტივობების მეშვეობით გაიცნონ.

 

ინგლისურის გაკვეთილები იწყება სიმღერით, რაც ეხმარებათ ბავშვებს დადებითი განწყობის შექმნაში და ინგლისური წინადადებების სტრუქტურის მარტივად დამახსოვრებაში.

 

ადრეულ ასაკში მეორე ენის შესწავლა ხელს უწყობს კომუნიკაციის , პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული აზროვნების, მეხსიერების, მოსმენის უნარის გაუმჯობესებას, კრეატიულობასა და სისხარტეს.