მეტყველება
აზროვნების აკადემიის ბაღში დიდი ყურადღება ეთმობა მეტყველების გაკვეთილებს, რადგან ბავშვის
აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი
“აზროვნების აკადემიის” ბაღის მიზანია, ბავშვი აღიზარდოს ფსიქოლოგიურად ჯანსაღ გარემოში, რომელიც მის პიროვნულ, ემოციურ და სოციალურ ფუნქციონირება-განვითარებას შეუწყობს ხელს.
აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღის ხედვა ემყარება თამაშზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციას. თამაშზე დაფუძნებული სწავლების პრინციპის გამოყენებით ხელს ვუწყობთ ბავშვებში შემდეგი კომპეტენციების განვითარებას: დამოუკიდებლობა, კრიტიკული აზროვნება, ნატიფი და მსხვილი მოტორული უნარები, წარმოსახვა, მეხსიერება, აზროვნება, მეტყველება. ვქმნით ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმას, რომელიც საჭიროებებსა და ძლიერ მხარეებზეა ორიენტირებული. აზროვნების აკადემიის აღმზრდელებს ამ პროცესში ფასილიტატორის როლი აქვთ მორგებული, რაც ბავშვებს ფიქრისა და ანალიზის უნარს უვითარებს.
ბაღში საგანმანათლებლო პროცესის წარსამართად იქმნება ინდივიდუალური განვითარების გეგმა ცალკეული მონაწილის საჭიროებების, მახასიათებლების, ინტერესების მიხედვით.
ბაღის მშობლებისთვის აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგებთან იმართება სალექციო ფორმატის შეხვედრები ბავშვთა აღზრდის თემებზე, რაც სისტემურად მუშაობის ხელშემწყობი კიდევ ერთი მეთოდია.
ჰოლისტური პრინციპების შესაბამისად, ბაღის მონაწილეებს ხვდებათ აქტივობები, რომლებიც მათი განვითარებისთვის აქტუალურ ყველა სფეროს მოიცავს
ჩვენს ბაღში ბავშვებთან მუშაობის პროცესში სისტემურობა მოიაზრებს მშობლებთან, სხვა მზრუნველ პირებთან და სხვადასხვა სერვისის მიმწოდებლებთან თანამშრომლობას, რაც გვეხმარება თანმიმდევრული სტრატეგიების შემუშავებასა და დაგეგმვაში;
აზროვნების აკადემიის ბაღი გთავაზობთ მრავალფეროვან აქტივობებს. პატარებს ჩაუტარდებათ ინგლისურის, ტანვარჯიშის, მუსიკის, სპორტის, ხელოვნების და მეტყველების აქტივობები;
აზროვნების აკადემიის ბაღში დიდი ყურადღება ეთმობა მეტყველების გაკვეთილებს, რადგან ბავშვის
სწორი ფიზიკური აღზრდა ჯანმრთელობის საწინდარია. აზროვნების აკადემიის ბაღის სასწავლო პროცესში,
აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღის სწავლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელოვნების
აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღის ხედვა ემყარება თამაშზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციას. ბაღში ყველა აქტივობა თამაშის გზით ხორციელდება, ჩვენთან სწავლის პროცესი ბავშვისათვის სასურველი და სახალისოა
ბაღის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას სწორედ გუნდური მუშაობა წარმოადგენს. ბაღის აღმზრდელი-პედაგოგები, მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ერთობლივად ქმნიან ბავშვის განვითარებასა და ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს.