,,აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღში“ სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტანვარჯიშის გაკვეთილებს.
ტანვარჯიში ხელს უწყობს ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას, როგორიცაა ყურადღება, მეხსიერება და ფიზიკური ძალა. ტანვარჯიშის ელემენტები ხელს უწყობს საყრდენ-მამოძრავებელი და მანიპულაციური უნარების განვითარებას, სივრცეში ორიენტაციას, კოორდინაციას, წონასწორობას, წყვილებში და ჯგუფებში მუშაობას.
გაკვეთილები მოიცავს ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც ეხმარება მთელ ორგანიზმს გააქტიურებაში, სისხლის მიმოქცევასა და ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესებაში. მრავალფეროვანი ინვენტარისა (ბურთი, თოკი, რგოლები და ა.შ) და სავარჯიშოების (სხვადასხვა ფორმის სიარული, ნაბიჯის, სიგრძისა და სიხშირის ცვლილება) გამოყენებით იგეგმება ტანვარჯიშის აქტივობები.
ტანვარჯიშის შეხვედრები სახალისო პროცესია, მორგებულია ბავშვთა ინტერესებსა და ასაკობრივ თავისებურებებზე.