მუსიკა

,,აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღში“ სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მუსიკის გაკვეთილებს. 

 

მუსიკა შემოქმედებითი და შემეცნებითი პროცესის მასტიმულირებელი გზაა. შეხვედრები მოიცავს განსხვავებულ აქტივობებს: სიმღერა, მუსიკალური მოძრაობები (ცეკვა), მუსიკის მოსმენა, საბავშვო ინსტრუმენტებზე დაკვრა, მუსიკალურ საგანმანათლებლო აქტივობები, მუსიკალური დადგმები.

 

თითოეული მათგანი უზრუნველყოფს ბავშვის შემოქმედებითი უნარების მრავალმხრივ განვითარებას: საერთო მხიარულ, ესთეტიკურ გამოცდილებას ერთობლივი მოქმედებებით, ქცევის მართვას, კონცენტრაციის უნარების სტიმულირებას, გონებრივი ძალისხმევის გამოხატვას, ინიციატივას, შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და თვითაღქმის ჩამოყალიბებას. 

 

სიმღერის გაკვეთილზე ბავშვები შეისწავლიან სუნთქვით კოორდინაციაზე დაფუძვნებულ ბგერების გაზიარების ტექნიკას. ბავშვები აჟღერებენ პედაგოგის მიერ შეთავაზებულ რიტმების ნიმუშებს – რიტმი მნიშვნელოვანია ჯგუფის დინამიკის, ახალი კომპოზიციის, მიკუთვნებულობისა და მოტივაციის შესაქმნელად.

 

პედაგოგის მიერ შერჩეული სიმღერა მორგებულია აქტუალურ თემას, ბავშვებისთვის კომფორტული სიმღერის დიაპაზონს და ტემპს. გაკვეთილებზე გათვალისწინებულია ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებები  და სხვადასხვა აქტივობების მონაცვლეობით მიმდინარეობს, მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მუსიკალურ თამაშებს.

 

მუსიკის გაკვეთილზე დაუფლებული ცოდნის და უნარების გაზიარება ხდება არა მხოლოდ ჯგუფში, არამედ ბაღის მიერ ორგანიზებულ თემატურ შეხვედრებზე, ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა ფართო აუდიტორიის წინაშე გააზიარონ მიღებული ცოდნა და უნარები.