Phone
+2 342 5446 67Social nick
#2015 წელს მიენიჭა განათლების მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ხოლო 2013 წელს აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი.
2016 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა კურსი “ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა 0-დან 6 წლამდე, სკოლამდელ ასაკში“.
2014-2015 წლებში მუშაობდა სამეცნიერო კვლევაზე „როგორ დავეხმაროთ ბაგა-ბაღებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების სოციალიზაციაში“.
2015-2017 წლებში მუშაობდა საჯარო სკოლაში სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე.
2017 წლიდან იყო არაფორმალური განათლებისა და ინდივიდუალური მიდგომების სკოლა „კლასობანას“ თანადამფუძნებელი. კლასობანას საგანმანათლებლო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი. მშობელთა სკოლის ტრენერი.
2022 წლიდან აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში არის სამაგისტრო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი.
2023 წელს მისმა ორგანიზაციამ გაიმარჯვა ევრო საბჭოს პროექტში „დემოკრატია იწყება სკოლაში“.
2024 წლიდან შემოუერთდა აზროვნების აკადემიის ბაღს, ხელმძღვანელის პოზიციაზე.
„ბავშვებთან ურთიერთობა, ეს ხომ ის ყველაზე დიდი, ფერადი სამყაროა, რომელში მოხვედრაც გამართლება და პატივია!
მათთან ურთიერთობისთვის მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო-იყო გულწრფელი, რადგან სიყალბეს ყველაზე მეტად ეს პატარა ადამიანები ხვდებიან!
ბავშვების სიყვარულზე, მათთან ერთად სიახლის აღმოჩენაზე, გამოგონილ სამყაროში მოგზაურობაზე, უამრავ კითხვაზე პასუხის გაცემაზე დიდი მუხტი სამყაროში არ არსებობს!
სწორედ ამ პატარა დიდი ადამიანების უსაზღვრო სიყვარულმა მომიყვანა აზრაკამდე!“
-
Education
Music School of Music Arts -
Experience
10 years