ტანვარჯიში
,,აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღში“ სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტანვარჯიშის გაკვეთილებს. ტანვარჯიში ხელს უწყობს ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას, როგორიცაა ყურადღება, მეხსიერება და ფიზიკური ძალა. ტანვარჯიშის ელემენტები ხელს უწყობს საყრდენ-მამოძრავებელი და მანიპულაციური უნარების განვითარებას, სივრცეში ორიენტაციას, კოორდინაციას, წონასწორობას, წყვილებში და ჯგუფებში მუშაობას. გაკვეთილები მოიცავს ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც ეხმარება მთელ ორგანიზმს გააქტიურებაში, სისხლის მიმოქცევასა და ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესებაში. […]