სკოლა

აზროვნების აკადემიის სკოლა

აზროვნების აკადემიის სკოლა I-V კლასის ჩათვლით აცხადებს მოსწავლეთა რეგისტრაციას 2025-2026 წლისთვის!

სკოლის შესახებ

🌟 აზროვნების აკადემიის სკოლაში მოსწავლეს დახვდება უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღი, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო. ჩვენი მიზანია, კლასიკური და თანამედროვე განათლების პრინციპების შერწყმით, მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ მუდმივ შემეცნებაზე ორიენტირებულ, წიგნიერ, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიან პიროვნებებად.

📚 ჩვენ სკოლაში სასწავლო პროცესი იგეგმება და წარიმართება გამოცდილი აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და ფსიქოლოგთა აქტიური თანამშრომლობით.

🎓 სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მაღალ აკადემიურ მოსწრებას. პროგრამების ძირითადი ნაწილი დაფუძნებულია ინტეგრირებული სწავლების მეთოდზე. ინტეგრირებული სწავლება გულისხმობს სხვადასხვა საგნის კავშირსა და ანალიზს, რაც მოსწავლეს უვითარებს: შემოქმედებითობას, ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრის უნარს, ღირებულებების აღქმასა და ემპათიას, სხვადასხვა საკითხის მიმართ განსხვავებული პერსპექტივების დანახვის უნარს.

💡 მოსწავლისთვის აკადემიურ განვითარებასთან ერთად უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ფსიქოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნა. სწორედ ამიტომ ჩვენს სკოლაში იმუშავებს ფსიქოლოგთა გუნდი.

🌱 თითოეულ კლასს ეყოლება “კლასის ფსიქოლოგი”, რომელიც სრულად ჩართული იქნება სასწავლო პროცესში. იზრუნებს სასწავლო გარემოს მუდმივ გაჯანსაღებასა და მოსწავლეთა ინდივიდუალური განვითარების გზების განსაზღვრაზე.

ფსიქო-სოციალური განვითარების ინდივიდუალური გეგმა
ინტეგრირებული სასწავლო პროგრამა
ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო

📚 საგნობრივი სწავლების გარდა, სასწავლო პროგრამის ნაწილია სხვადასხვა კლუბები:

სავალდებულო კლუბები:

🔹 ემოციური ინტელექტი
🔹 წიგნიერება (მხატვრული ლიტერატურა და შემოქმედებითი წერა, დრამა, მითოლოგია, ფილოსოფია)
🔹 რობოტიკა
🔹 რიტმიკა
🔹 ტანვარჯიში
🔹 არტი და კრაფტი
🔹 ინგლისურის კლუბი (Native speaker)

არჩევითი კლუბები:

🔸 ეკო კლუბი
🔸 ცეკვა
🔸 შემოქმედებითობის კლუბი
🔸 კულტურის კლუბი
🔸 კულინარია
🔸 STEAM კლუბი
🔸 წერის სახელოსნო
🔸ციფრული მათემატიკა

🔸ფეხბურთი
🔸 ფრენბურთი

🔸კალათბურთი

 

⏰ სასწავლო პროცესი იწყება 09:00სთ-ზე და სრულდება 17:00-სთ-ზე.

📍სკოლის მისამართი: ბაგები, ზურაბ საკანდელიძის N9, (მეტრა პარკი).

💠სკოლის საფასურია 14 500 ლარი (დედმამიშვილების შემთხვევაში მოქმედებს 10% ფასდაკლება).

▶  საფასური მოიცავს:
🔸სამჯერად კვებას (საუზმე, ხემსი და სადილი)
🔸სავალდებულო და არჩევით კლუბებს, ასევე დამატებით სასწავლო აქტივობებს
🔸საგაკვეთილო პროცესის შემდეგ მოსწავლეების გაკვეთილების მომზადებაში დახმარებას

📞 დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 0322151540

მშობლების გამაძლიერებელი ტრენინგები

სკოლის მოსწავლეთა მშობლებისთვის აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგებთან გაიმართება სალექციო ფორმატის შეხვედრები ბავშვთა აღზრდის თემებზე, რაც სისტემურად მუშაობის ხელშემწყობი კიდევ ერთი მეთოდია.

მოსწავლის ფსიქო-ემოციური განვითარება

სკოლაში საგანმანათლებლო პროცესის წარსამართად იქმნება ინდივიდუალური განვითარების გეგმა ცალკეული მონაწილის საჭიროებების, მახასიათებლების, ინტერესების მიხედვით.