აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღის სწავლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელოვნების გაკვეთილებს, რადგან პროცესში გამოყენებული სხვადასხვა აქტივობები და რესურსები შემოქმედებითი პროცესის მასტიმულირებელი გზაა.
ხელოვნების საგაკვეთილო პროცესი მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას.
პრაქტიკული ნაწილი უზრუნველყოფს ბავშვის შემოქმედებითი უნარების მრავალმხრივ განვითარებას: ნატიფი მოტორიკის განვითარებას, ფერების სწორ აღქმას, ფანტაზიის უნარის და ხედვის განვითარებას, საერთო მხიარულ, ესთეტიკურ გამოცდილებას, გონებრივი ძალისხმევის გამოხატვას, ინიციატივას, შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და თვითაღქმის ჩამოყალიბებას.
თეორიული ნაწილი კი, ასაკობრივი კომპეტენციებისა და ინტერესების გათვალისწინებით ინფორმაციული, შემეცნებითი და მრავალფეროვანია. ბავშვები ეცნობიან ხელოვნების სხვადასხვა დარგებს, მხატვრების შემოქმედებას და ხელოვნების ისტორიას.