ხშირად დასმული კითხვები

ბაღი ფუნქციონირებს დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე ( 18:00 საათიდან- 19:00 საათამდე არის შერეული ასაკის ბავშვებისთვის დამტოვებელი ჯგუფები).

ეზოში ბავშვები გადიან ყოველდღე, დღის პირველ და მეორე ნახევარში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამინდი არის გაუარესებული ან მშობლის თხოვნაა, რომ ბავშვი დარჩეს ბაღის შიდა სირცეში

ბაღის ყოველთვიური გადასახადია 1150 ლარი

დედმამიშვილების ან წლიური საფასურის სრულად გადახდის  შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება

 

არა, ბაღს არ ემსახურება ტრანსპორტი

ბაღის მენიუ შედგენილია ბავშვთა პედიატრისა და ნუტრიციოლოგის მიერ. კვება არის 4-ჯერადი: საუზმე, ხემსი, სადილი და სამხარი.

  • ბაღში დანერგილია ჰასპის პროგრამა და პროდუქტების ხარისხს ამოწმებს სურსათის უვნებლობის სააგენტო.
  • ბავშვების რაციონი მზადდება ჯანსაღი საკვები პროდუქტებით.
  • ყოველდღიურად, რამდენჯერმე ხდება ოთახების განიავება, ხალიჩების მტვერსასრუტით დასუფთავება, ავეჯის და სათამაშოების დეზინფექცია, სველი წერტილების სათანადოდ დამუშავება.
  • თვეში ერთხელ კერხერის აპარატით მუშავდება ზედაპირები.
  • წყლისთვის გამოიყენება ბინულები და ერთჯერადი ჭიქები, სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება სარეც ხმანქანაში შესაბამის ტემპერატურაზე.
  • ბაღის საერთო სივრცეში განთავსებულია იონიზატორი, რომელიც ჰაერში გავრცელებულ ვირუსებსა და ბაქტერიებს ებრძვის.