ეჭვიანობა დედმამიშვილებში
ეჭვი განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელიც დიდი ემოციური და ინტელექტუალური თავისებურებებით ხასიათდება. ის განსაკუთრებით თავს იჩენს დედ-მამასთან და და-ძმასთან ურთიერთობაში, რადგან ასეთი ემოციები ყალიბდება ბავშვობაში და შემდეგ, ზრდასრულობაში დანარჩენ სამყაროსთანაც გადაგვაქვს. ძირითადად, გამოყოფენ ეჭვის სამ ფორმას. პირველი არის დაფარული ეჭვიანობა, რაც, ძირითადად, 6-7 წლის ასაკიდან და ზემოთ ვლინდება და ცოტათი რთულია მისი ასე მარტივად შემჩნევა; თუმცა, […]
ზემზრუნველობა
არსებობს განსხვავებული აღზრდის სტილები. მათგან ერთ-ერთი არის ზემზრუნველობა, რომელიც ხასიათდება განსაკუთრებული ყურადღებით; თუმცა, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ამის საჭიროება სრულიად არ არის. ყველამ ვიცით, რომ ადამიანი როგორც კი ხდება მშობელი, ის საკუთარ თავზე იღებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აბსოლუტურად ყველა ნაბიჯზე, რასაც გადადგამს პატარა ჩვილი არსება. რა თქმა უნდა, ჩვილობისას ჩვენ ნამდვილად პასუხისმგებელნი ვართ მის თითოეულ […]
მშობლის როლი ბავშვის განათლებაში
მოზარდების სასწავლო პროცესის წარმატებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, ერთ-ერთი და მთავარი როლი კი, ამ პროცესში მშობლებს უკავიათ. თანამედროვე ფსიქოლოგია მიიჩნევს, რომ ბავშვის სწავლის პროცესში ჩართულობის მხრივ, მშობლებსა და მასწავლებელს თანაბარი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ერთი მხრივ, მშობლების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მასწავლებლის პასუხისმგებლობის ნაწილია, მშობლები კი, თავის მხრივ, სასურველია, ზომიერად ერთვებოდნენ შვილების განათლების პროცესში. მასწავლებლისა და მშობლის კოლაბორაცია […]
თვითეფექტურობა და თვითშეფასება – თამარ გაგოშიძე
თვითშეფასება არის წარმოდგენა საკუთარ თავზე, საკუთარი თავის ფასეულობაზე, ღირებულებაზე. ეს ძალიან რთული და მრავალმხრივი ფენომენია და ასევე მცირეწლოვანი ასაკიდან ყალიბდება. ეს არის ჩემი შეხედულება საკუთარი თავის შესახებ, არა მარტო შესაძლებლობებზე, არამედ სხეულზე, პიროვნულ თავისებურებებზე. ეს ყველაფერი დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდება და ძალიან რთული კონფიგურაცია გააჩნია. იგი განუყოფელია ჩვენი „მე“-საგან, თვითეფექტურობა და თვითშეფასება თვითობისგან, იდენტობისგან; ის, […]