ფსიქოგანათლების როლი მენტალური ჯანმრთელობისთვის
ყველა ადამიანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ერთხელ მაინც დგება მენტალური ჯანმრთელობის სირთულეების წინაშე. ეს არ მოიაზრებს მხოლოდ მწვავე გამოვლინებებს, არამედ არსებული სპექტრი საკმაოდ ფართოა და შეიძლება მოიცავდეს, როგორც მენტალური ჯანმრთელობის ისეთ სირთულეს, როგორიც არის კლინიკური სურათი, ასევე ცხოვრებისეული სირთულეებისგან გამოწვეულ პრობლემებს. მაგალითად, შესაძლებელია არსებობდეს შფოთვის და დეპრესიის სიმპტომები, მაგრამ არ იყოს სახეზე შფოთვითი ან დეპრესიული აშლილობა. მენტალური […]
აუტიზმი – სამყარო რომელიც გაფიქრებს, გასწავლის და ცვლის შენს დამოკიდებულებას
იმდენი რამე მაქვს სათქმელი მიჭირს ვთქვა „რამე“… დღეს 2 აპრილია, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღე. მინდა მოვახერხო ვთქვა „რამე“ ჩემს მეგობრებზე, რომლებსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვთ. არავის არაფერს მოვუწოდებ, რადგან მოწოდებები ხშირად გვაშორებს ამ მოწოდებების მიზანს, იმ ხიბლს, რაც შეიძლება სინამდვილემ მოგვცეს. ცოტა ხნით, ვეცდები გავხდე თქვენ, ჩემო მეგობრებო: გამოგიცდიათ, როცა ვერ ხვდებით სხვა რას […]
10 ფაქტორი, რომელსაც ბავშვის ქცევაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს
1) დაღლილობა გადაღლილი ბავშვები უფრო მეტად ავლენენ რთულ ქცევას, ვიდრე დასვენებულები. შესაბამისად, დაღლილობის, როგორც რთული ქცევის ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორად განსაზღვრა სრულიად ლოგიკურია. უფროსებიც კი, დაღლილობისას საკუთარი თავის ყველაზე ცუდი ვერსიები ვართ. აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი საკმარისად იძინებს და ისვენებს, რაც პირველი ნაბიჯია რთული ქცევის შესამცირებლად. 2) შიმშილი დაღლილობის მსგავსად, შიმშილიც რთული ქცევის მაპროვოცირებელ ფაქტორად შეგვიძლია […]
როგორ განვავითაროთ ემპათია ბავშვებში
ემპათია მოიცავს განსხვავებული პერსპექტივების აღქმასა და სხვა ადამიანების დაფასებას. ეს არის თანაგრძნობა, თანაგანცდა. შეუძლია თუ არა მშობელს ბავშვში ემპათიის გაღვივება? ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე რჩევა, რომლებიც დაფუძნებულია კვლევებსა თუ პრაქტიკულ შრომებზე. 1. გამოხატეთ თანაგრძნობა თქვენი შვილის მიმართ და ასევე, აჩვენეთ სხვების თანაგრძნობის მაგალითი. ბავშვები ემპათიას ჩვენზე დაკვირვებით სწავლობენ და იმასაც აკვირდებიან, ჩვენ თვითონ რამდენად ვართ მათ […]
როგორ მოქმედებს კითხვა ბავშვის განვითარებაზე
კითხვის სიყვარული ბავშვებისათვის ადვილი მისაღწევი არ არის, ბავშვები საკმაოდ რთულ პირველ ეტაპს გადიან კითხვის სწავლის დროს, რაც დიდ ძალისხმევასა და მუშაობას საჭიროებს, როგორც ბავშვის, ასევე მშობლისა თუ მასწავლებლის მხრიდან. მას შემდეგ, რაც ეს რთული ეტაპი გადაილახება, კითხვის საშუალებით ბავშვი უამრავი ჯადოსნური და ზღაპრული კარის შეღებას შეძლებს, რაც მის წარმოსახვის უნარს ავითარებს. ზოგადად, კითხვის დაწყებას ასაკი […]
რატომ და როგორ მივაჩვიოთ შვილები ხელგაშლილობას?
პატარა ასაკში ბავშვები ხშირად უარს ამბობენ საკუთარი სათამაშოების გაზიარებაზე და მათი ნივთების სხვისთვის თხოვებასაც განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიან. ამ დროს მშობლები პატარების სიძუნწეზე დარდობენ ხოლმე და ცდილობენ, როგორღაც მათ სიკეთისა და ხელგაშლილობისაკენ უბიძგონ. ნოტრ დამის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა „ხელგაშლილობის შესახებ“ ხელგაშლილობას განმარტავს, როგორც „სხვებისთვის თავისუფლად და გულუხვად სიკეთის მიცემას“. მშობელთა უმრავლესობას სურს, თავისი შვილი ასეთი დადებითი თვისების […]
„რატომ გვიჭირს დეპრესიის ცნობა შვილებში?“
სამიდან ორი მშობელი ამბობს, რომ გაუჭირდებოდათ, განესაზღვრათ აქვს თუ არა მათ შვილს დეპრესია. მშობლებისათვის შემაძრწუნებელია იმაზე ფიქრი, რომ მათ შეიძლება დეპრესია შვილებში ვერ შენიშნონ. სამწუხაროდ, ხშირად ეს მოლოდინი მართლდება. მიუხედავად იმისა, რომ მშობლების მცირე ნაწილი დეპრესიის მქონე შვილის დახმარებისათვის შესაბამის სპეციალისტს დროულად მიმართავს, საპირისპირო რამ გაცილებით ხშირად ხდება. როგორც წესი, იმ დროისთვის, როდესაც მშობლები […]
„ბავშვის აღზრდის ნეიროფსიქოლოგიური ასპექტები“ – ფსიქოლოგი თინათინ ჭინჭარაული
ნეიროფსიქოლოგია გვეუბნება, რომ ჩვენი თავის ტვინი საკმაოდ რთულად ორგანიზებული სტრუქტურაა, რეალურად ადამიანი კი იბადება ყველა მზა სტრუქტურით, მაგრამ დაბადების შემდეგ უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ფუნქციები სტრუქტურულად განვითარდეს, დაიხვეწოს, დიფერენცირდეს. ხშირად მომყავს ხოლმე მაგალითად კუნთთან დაკავშირებული ანალოგია. სპორტსმენის კუნთთა სისტემას და ჩემს კუნთთა სისტემას ვადარებ ერთმანეთს. რა არის განსხვავება? სტრუქტურულად ორივეს გვაქვს ეს ყველაფერი, მაგრამ სპორტსმენის კუნთები […]
„როდესაც ბავშვებს „მსუბუქად“ ვსჯით…“ – ნაწილი I
რამდენიმე თაობის წინ, თუ კლასში მიუღებლად მოიქცეოდით, საჯდომზე წკეპლით ან სახაზავით დარტყმას მიიღებდით და, დიდი ალბათობით, სახლში ჩალურჯებებით დაბრუნდებოდით. თუმცა, შეიძლება დასჯა ამით არ ამოწურულიყო. სავარაუდოდ, სახლში მტკივნეული ცემა გელოდათ. საბედნიეროდ, დღევანდელი სტანდარტები მეტად ითვალისწინებს ბავშვს. ბევრი მშობელი უარს ამბობს საჯდომზე ცემით დასჯის თუ ყველა ფორმაზე არა, უმრავლესობა მათგანზე მაინც. სკოლაში ცემით დასჯა – […]
„აღზრდის მიდგომებში დაფარული ჩუმი ტრაგედია“
ჩვენს სახლებში ჩუმი ტრაგედია ვითარდება, რომელიც ჩვენს მთავარ ძვირფასეულობას − ბავშვებს − ეხება. ჩვენი ბავშვები გამანადგურებელ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან. უკანასკნელი 15 წლის მანძილზე ჩატარებული კვლევების ანალიზის საფუძველზე, მკვლევრები საგანგაშო და ყურადსაღებ სტატისტიკურ მონაცემებს გვთავაზობდნენ, რომლებიც ბავშვთა ასაკში ფსიქიკური აშლილობების ეპიდემიამდე გამძაფრებულ მონაცემებს გვაწვდიდნენ. სტატისტიკა არ ტყუის: 5 ბავშვიდან 1 ბავშვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა […]