ჩვენ შესახებ

მოგესალმებათ
აზრაკის ბაღი

აზროვნების აკადემიის მისიაა, შევქმნათ უსაფრთხო, თითოეული ინდივიდის კეთილდღეობაზე ორიენტირებული გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის უნიკალურობის, ინდივიდუალურობის შენარჩუნებას, მასში არსებული პოტენციალის ხელშეწყობას და განვითარებას. გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვებში დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სწავლისთვის საჭირო უნარების განვითარებას.

გუნდური მუშაობა
ინოვაციურობა
პროფესიონალიზმი
ღიაობა

აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღის ღირებულებები

აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღის მთავარი ღირებულებაა: გუნდური მუშაობა – საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად შემუშავება/დანერგვა; ინოვაციურობა – თითოეული ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება, აღმზრდელ-პედაგოგებად პროფესიით ფსიქოლოგების დასაქმება; პროფესიონალიზმი – აღმზრდელ-პედაგოგებისთვის ყოველი თვის ბოლოს პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი ტრენინგ-მოდულების შეთავაზება; ღიაობა – მშობელთა ჩართულობის ზრდა,  ყოველი თვის ბოლოს ინდივიდუალური შეხვედრების ორგანიზება ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესახებ, მათთვის აქტუალურ და მნიშნვნელოვან საკითხებზე სალექციო შეხვედრების დაგეგმვა/ჩატარება.

 

 

აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.