წელი: 2024

შექების მნიშვნელობა

შექებას, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ორი ძირითადი მიზანი აქვს: ერთი არის ემოციური ნაწილი, რომ ბავშვმა იგრძნოს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი ყოველი პატარა ნაბიჯი, მიღწევა თუ წარმატება. ან თუნდაც ის, რომ რაღაც ისე კარგად არ გამოსდის. შექებით ბავშვი იღებს უკუკავშირს იმასთან დაკავშირებით, რომ მშობელმა შეამჩნია მისი რაღაც ქმედება.   მეორე, შექების შინაარსობრივი ნაწილი, არის ის, რომ მშობელი დაეხმაროს […]

ეჭვიანობა დედმამიშვილებში

ეჭვი განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელიც დიდი ემოციური და ინტელექტუალური თავისებურებებით ხასიათდება. ის განსაკუთრებით თავს იჩენს დედ-მამასთან და და-ძმასთან ურთიერთობაში, რადგან ასეთი ემოციები ყალიბდება ბავშვობაში და შემდეგ, ზრდასრულობაში დანარჩენ სამყაროსთანაც გადაგვაქვს. ძირითადად, გამოყოფენ ეჭვის სამ ფორმას. პირველი არის დაფარული ეჭვიანობა, რაც, ძირითადად, 6-7 წლის ასაკიდან და ზემოთ ვლინდება და ცოტათი რთულია მისი ასე მარტივად შემჩნევა; თუმცა, […]

ზემზრუნველობა

არსებობს განსხვავებული აღზრდის სტილები. მათგან ერთ-ერთი არის ზემზრუნველობა, რომელიც ხასიათდება განსაკუთრებული ყურადღებით; თუმცა, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ამის საჭიროება სრულიად არ არის. ყველამ ვიცით, რომ ადამიანი როგორც კი ხდება მშობელი, ის საკუთარ თავზე იღებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აბსოლუტურად ყველა ნაბიჯზე, რასაც გადადგამს პატარა ჩვილი არსება.   რა თქმა უნდა, ჩვილობისას ჩვენ ნამდვილად პასუხისმგებელნი ვართ მის თითოეულ […]

მშობლის როლი ბავშვის განათლებაში

მოზარდების სასწავლო პროცესის წარმატებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, ერთ-ერთი და მთავარი როლი კი, ამ პროცესში მშობლებს უკავიათ.   თანამედროვე ფსიქოლოგია მიიჩნევს, რომ ბავშვის სწავლის პროცესში ჩართულობის მხრივ, მშობლებსა და მასწავლებელს თანაბარი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ერთი მხრივ, მშობლების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მასწავლებლის პასუხისმგებლობის ნაწილია, მშობლები კი, თავის მხრივ, სასურველია, ზომიერად ერთვებოდნენ შვილების განათლების პროცესში.  მასწავლებლისა და მშობლის კოლაბორაცია […]

თვითეფექტურობა და თვითშეფასება – თამარ გაგოშიძე

თვითშეფასება არის წარმოდგენა საკუთარ თავზე, საკუთარი თავის ფასეულობაზე, ღირებულებაზე. ეს ძალიან რთული და მრავალმხრივი ფენომენია და ასევე მცირეწლოვანი ასაკიდან ყალიბდება. ეს არის ჩემი შეხედულება საკუთარი თავის შესახებ, არა მარტო შესაძლებლობებზე, არამედ სხეულზე, პიროვნულ თავისებურებებზე. ეს ყველაფერი დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდება და ძალიან რთული კონფიგურაცია გააჩნია. იგი განუყოფელია ჩვენი „მე“-საგან, თვითეფექტურობა და თვითშეფასება თვითობისგან, იდენტობისგან; ის, […]

სპორტი

სწორი ფიზიკური აღზრდა ჯანმრთელობის საწინდარია. აზროვნების აკადემიის ბაღის სასწავლო პროცესში, ფიზიკურ აქტივობებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.   სპორტული თამაშები ბავშვში აყალიბებს- გუნდურობას, პასუხისმგებლობას და სოციალურ უნარებს. ხელს უწყობს ნატიფი და მსხვილი მოტორიკის, კონცენტრაციის, გონებრივი ძალისხმევის გამოხატვის, ინიციატივის, პრობლემის გადაჭრის და მოლაპარაკების უნარების განვითარებას.   ბავშვები სწავლობენ თამაშის წესების დაცვას, გუნდის მთლიანობის აღქმას, დალოდებას, მარცხის მიღებას და […]

ხელოვნება

აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღის სწავლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელოვნების გაკვეთილებს, რადგან პროცესში გამოყენებული სხვადასხვა აქტივობები და რესურსები შემოქმედებითი პროცესის მასტიმულირებელი გზაა.   ხელოვნების საგაკვეთილო პროცესი მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას. პრაქტიკული ნაწილი უზრუნველყოფს ბავშვის შემოქმედებითი უნარების მრავალმხრივ განვითარებას: ნატიფი მოტორიკის განვითარებას, ფერების სწორ აღქმას, ფანტაზიის უნარის და ხედვის განვითარებას, საერთო მხიარულ, ესთეტიკურ გამოცდილებას, გონებრივი […]