წელი: 2024

„აღზრდის მიდგომებში დაფარული ჩუმი ტრაგედია“

ჩვენს სახლებში ჩუმი ტრაგედია ვითარდება, რომელიც ჩვენს მთავარ ძვირფასეულობას − ბავშვებს − ეხება.   ჩვენი ბავშვები გამანადგურებელ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან. უკანასკნელი 15 წლის მანძილზე ჩატარებული კვლევების ანალიზის საფუძველზე, მკვლევრები საგანგაშო და ყურადსაღებ სტატისტიკურ მონაცემებს გვთავაზობდნენ, რომლებიც ბავშვთა ასაკში ფსიქიკური აშლილობების ეპიდემიამდე გამძაფრებულ მონაცემებს გვაწვდიდნენ.   სტატისტიკა არ ტყუის: 5 ბავშვიდან 1 ბავშვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა […]

როგორ აღვზარდოთ ფსიქიკურად ჯანმრთელი ბავშვები

გამოწვევები, სირთულეები და რეგრესული პერიოდი ყველას ცხოვრებაში გარდაუვალია. მასთან გამკლავება თითოეულ ინდივიდს მოუწევს, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს, რომ შედარებით უმტკივნეულოდ, უშფოთველად დაძლიონ სირთულეები და კრიტიკულ ვითარებაშიც კი შეინარჩუნონ სიმშვიდე.   ყოველდღიურ საზრუნავზე, შვილის საშინაო დავალებებზე და სკოლაში მიღებულ ქულებზე ფიქრის გამო მშობლებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ბავშვები შესაძლოა ვერ ავითარებდნენ სათანადო ფსიქიკურ უნარებს, რომლებიც მათ […]

„როგორ ვიმეგობროთ შვილებთან?“ – ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

მშობელმა ბავშვის აღზრდისას თავიდანვე უნდა მისცეს შესაძლებლობა, გამოკვეთოს საკუთარი ინტერესები. ამისთვის საჭიროა, რომ დღეში თუნდაც ერთი საათი დაუთმოს მასთან საუბარს, მასთან უშუალო კონტაქტს. საქართველოში არის ასეთი ტერმინი „სოციალურად ობოლი ბავშვი“. ესაა კატეგორია, ვისი მშობლებიც ძირითადად საზღვარგარეთ არიან და შვილებს ეკონტაქტებიან ინტერნეტით;  ასეთ ბავშვებს აქვთ მშობლის დეფიციტი. შესაძლოა მას ეკონომიკურად ყველაფერი მოგვარებული აქვს – მაღალი ხარისხის […]

როგორ შევუქმნათ ბავშვს სასკოლო მზაობა

სასკოლო მზაობის პროგრამაზე გადასვლა ბევრი ბავშვისთვის გამოწვევებითაა სავსე.   საბავშვო ბაღიდან სასკოლო მზაობის პროგრამაზე გადასვლა ბავშვებისთვის ბევრი გამოწვევითაა სავსე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შვილი რამდენიმე წლის მანძილზე საბავშვო ბაღში დაგყავდათ, სავარაუდოდ, ის თქვენთან განშორებისგან გამოწვეულ ძლიერ შფოთვას განიცდის: ის იცნობდა მასწავლებლებს, შენობას, დღის განრიგსა და ქცევის წესებს. შესაძლოა, თქვენი შვილის ბევრი მეგობარი სხვადასხვა მიმართულებით აგრძელებდეს […]

როგორ მოქმედებს ჩვენი კარიერა ჩვენს შვილებზე

რომელ მშობელს არ უგრძვნია თავი დამნაშავედ იმ ფეხბურთის თამაშებისა და საფორტეპიანო სოლოკონცერტების გამოტოვების გამო, რომლებშიც მისი შვილი მონაწილეობდა? როდესაც სამუშაო გრაფიკი მოულოდნელად იცვლება ან კლიენტთან გაუთვალისწინებელი ვიზიტი მოგვეთხოვება, ბუნებრივია, რომ ჩვენი პატარის დაზარალებაზე ვღელავთ.   თუმცა, როგორ მოქმედებს ჩვენი სამუშაო ჩვენი ბავშვების ცხოვრებაზე? დაახლოებით ორი ათწლეულის წინ, ერთ – ერთ კვლევაში მე და დრექსელის უნივერსიტეტის […]

„ბავშვები და ძილი“

ყველა ცოცხალ არსებას სჭირდება ძილი. განვითარების ადრეულ ეტაპზე ძილი თავის ტვინის ძირითადი და უმნიშვნელოვანესი აქტივობაა. ცირკადული რიტმები, ანუ ძილ-ღვიძილის ციკლი, სინათლისა და სიბნელის მიერ რეგულირდება და მათ განვითარებას დრო სჭირდება, რაც ახალდაბადებულების არათანმიმდევრული ძილის განრიგს განაპირობებს. რიტმის განვითარება, დაახლოებით, ექვსი თვის ასაკიდან იწყება და, დაახლოებით, სამი-ექვსი თვის ასაკისათვის ჩვილების უმრავლესობას მოწესრიგებული ძილ-ღვიძილის ციკლი აქვს. ორი […]

„ურთიერთობების ფსიქოლოგია ბავშვებში“ – ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

როდესაც ურთიერთობის ფსიქოლოგიაზე ვსაუბრობთ, უნდა დავიწყოთ ადამიანის ადრეული ასაკიდან და ბავშვებთან ურთიერთობით. ალბათ გაგიგონიათ სიტყვები _ აუტიზმი და აუტისტური სპექტრი. უნდა ვიცოდეთ, რომ ადრეულ ასაკში ბავშვი თავისთავად გადის განვითარების ასეთ სტადიას _  როცა ის თავის ფანტაზიებში იკეტება, საკუთარ თავს ელაპარაკება, თავისთვის თამაშობს და გარემოსთან ნაკლები კონტაქტი აქვს; ეს ბუნებრივია და არაფერი აქ საშიში არ არის. მეორე საყურადღებო მომენტი […]

მშობელი – ბავშვის პირველი მასწავლებელი

შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ბავშვის ცხოვრებაში მშობლისა და მასწავლებლის როლი განსხვავებულია. სინამდვილეში, მშობელი შვილისთვის პირველი მასწავლებელია. ყოველდღიური რუტინა საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის. იქამდე, სანამ ისინი თავად შეძლებენ კითხვას, წიგნის სიყვარულს მშობლისგან სწავლობენ. მათი წიგნიერება პატარა ასაკიდანვე იწყება და დროთა განმავლობაში ღრმავდება. თუმცა, წიგნის გარდა, არსებობს სხვა შესაძლებლობებიც, რომელთა დახმარებითაც მათი ცნობიერების ამაღლებას პატარა ასაკიდანვე […]

„ბავშვის აღზრდა – მშობელი, როგორც მოდელი აღზრდის პროცესში“ – ფსიქოლოგი თინათინ ჭინჭარაული

შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის აღზრდაზე საუბრისას ჩვენ, უფროსები ვართ ყველაზე მნიშვნელოვანები და ბავშვისგან იმას არ უნდა ვითხოვდეთ, რისი მოდელირებაც ჩვენ თვითონ არ გაგვიკეთებია. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებს სჭირდებათ ჩვენგან მხარდაჭერა და წახალისება, ჩვენ უნდა შევძლოთ მათი მცდელობების, ძალისხმევის დანახვა და მივცეთ მათ დადებითი უკუკავშირი. დადებითი უკუკავშირი აუცილებლად ტაშის დაკვრას არ ნიშნავს, ეს უპირველესად აღიარებაა. აღიარება […]

ემოციური ასპექტების როლი ბავშვის აღზრდაში

ყველა ქცევას წინ უძღვის განწყობა, თუმცა ეს არ არის ბუნება-განწყობილება, ეს არის მზაობა ქცევისათვის. იმისათვის, რომ ადამიანმა ისწავლოს, აუცილებელია, მას ჰქონდეს ამის განწყობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სწავლის აქტი ვერ განხორციელდება. იმისათვის, რომ სწავლის განწყობა შეექმნას ადამიანს, უნდა ჰქონდეს სწავლის მოთხოვნილება. როცა მოთხოვნილება არის აქტუალური, ის იწვევს ქცევას.   მასწავლებელი ან აღმზრდელი, არ უნდა იყოს გულუბრყვილო, მას […]